"აჭარაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და იქ საქართველოს მოქალაქეები საქმდებიან“, - განუცხადა "ბიზნეკსონტაქტს" აჭარის ფინანსთა და ეკონომინიკის მინისტრამა დავით ბალაძემ. მისი თქმით თუ ადრე აჭარაში ინვესტიციების კუთხით ყველაზე დიდი წილი ტურიზმზე და მშენებლობაზე მოდიოდა დღეს გააქტიურება შეინიშნება ენერგეტიკის სფეროზეც.
"2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა 29%-ით, 22,4 მლნ ლარით გაიზარდა. ჯამში აჭარაში 98.7 მლნ აშშდოლარისოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა. წამყვანი სექტორები ენერგეტიკა (49.1%), ტურიზმი (29.4%) და მშენებლობაა (18.3%). თუ ადრე ტურიზმი და მშენებლობა ინვესტორებისთვის ყველაზე საინტერესო იყო, ბოლო პერიოდში ამ კუთხით ენერგეტიკის სფერო ლიდერობს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2015 წელს ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებზე 148,4 მლნ აშშ დოლარი მოდის, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2012 წელს 0%-ია. მზარდი სექტორია ასევე მრეწველობა და ჩვენ სამომავლოდ ამ სფეროს კიდევ უფრო გააქტიურებას ველოდებით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის პირველი კვარტალში დასაქმებულთა მაჩვენებელი აჭარაში 6,4% ით გაიზარდა.
მინდა გითხრათ, რომ ახალ ბულვარში ამ დროისთვის მიმდინარე სასტუმროების მშენებლობით დაახლოებით 1700-მდე სასტუმრო ნომერი დაემატება ქალაქს და ჯამში დაახლოებით 2600 დასაქმდება", - აცხადებს ბალაძე.

























