მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალ რეგულაციებამდე საოჯახო ტიპის სასტუმროები წყლის არასაყოფაცხოვრებო ტარიფს გადაიხდიან

5c1392e94dce5
თელარა გელანტია
14.12.18 15:22
1029
13 დეკემბრის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წინააღმდეგ მომხმარებელთა საჩივრებზე იმსჯელა.

როგორც სემეკ-ში აცხადებენ, სადავო საკითხები შეეხებოდა სასმელი წყლის უმრიცხველო მოხმარებისთვის კომპანიის მიერ განხორციელებულ დარიცხვებს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ეწევიან საოჯახო ტიპის სასტუმროების გაქირავებას.

“მომხმარებელთა განმარტებით, ისინი არ ეთანხმებოდნენ სამართალდამრღვევებად ცნობას და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ განხორციელებულ დარიცხვებს.
დარიცხვებთან დაკავშირებით მომხმარებელთა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და კომისიის საჯარო სხდომაზე სადავო საკითხების განხილვისას, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ასეთი ტიპის მომხმარებლებს გააუქმდებათ სასმელი წყლის უმრიცხველო მოხმარებაზე განხორციელებული დარიცხვები.
იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ტიპის საჩივრები სემეკში არაერთი დაფიქსირდა, კომისიის გადაწყვეტილებით, დაწყებულია მუშაობა რეგულაციებიებზე, რომელიც გულისხმობს ახალი მიდგომების შემუშავებას ასეთი ტიპის მომხმარებლებისათვის.

კომისია ახალ რეგულაციებს უახლოეს ხანებში მიიღებს“, - ნათქვამია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები