მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ახალ რეგულაციებზე სექტორთან კომუნიკაციის ნაკლებობა არ ყოფილა"

5bbe0c568d308
BM.GE
10.10.18 18:26
1366
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას განცხადებით, ახალი რეგულაციების შემუშავება, რომელიც ძალაში 1 ნოემბრიდან უნდა შევიდეს, წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. კიკორია უარყოფს ინფორმაციას, რომ თემაზე საფინანსო სექტორთან სათანადო კომუნიკაცია არ იყო.
„ამ რეგულაციაზე საუბარი ბოლო წელიწადნახევარია მიმდინარეობს, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა დაინტერესებულ მხარეებთან, ნაკლებობა კომუნიკაციის სექტორთან არ ყოფილა.

ეს რეგულაცია საბოლოო არაა და მასზე მუშაობა მიმდინარეობს. ინტენსიურად ვღებულობთ წინადადებებს. ამ რეგულაციის მიზანია, რომ ჯანსაღი საკრედიტო პოლიტიკა დაინერგოს.

ჩვენ არ გვითქვამს რომ ეს თემა დახურულია, დღესაც იყო შეხვედრა. რაც არ შეიცვლება ეს არის პრინციპი - სესხის ყველა გამცემმა გადაწყვეტილება მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის ანალიზით უნდა მიიღოს“, - აცხადებს კიკორია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები