მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ახალ თანამშრომლებს სიამოვნებით ავიყვანდით, მაგრამ ვერ ვპოულობთ” - ავეჯის მწარმოებელი კომპანია

6323391980383
ლიკა გურაბანიძე
16.09.22 09:30
6818
“ქართული ავეჯის წარმოებაში კადრების ძალიან დიდი პრობლემა დგას. ფაქტობრივად მუშახელი სანთლით საძებარი გახდა”, - ამის შესახებ BM.GE-ს ქართული ავეჯის მწარმოებელი კომპანია “შნოს” დამფუძნებელმა გივი ნიორაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კადრების გადინება სექტორში მუდმივად ხდებოდა, თუმცა ახლა წასული კადრების შევსება გართულდა.

“ამ საქმეზე მუშაობის მსურველები აღარ არიან. თუ 35 თანამშრომელი ვიყავით, ახლა დაახლოებით 25-26 ვართ.  ახალ თანამშრომლებს დიდი სიამოვნებით ავიყვანდით, მაგრამ ვერ ვპოულობთ. თუ ხელფასებზე ვისაუბრებ, გეტყვით, რომ კომპანიაში ბოლო ერთ წელში ანაზღაურება 400-500 ლარით გაიზარდა,  თუ საშუალო ხელფასი 1500 ლარი იყო, ახლა 2000-მდეა”, - განმარტა ნიორაძემ.

"შნოს" დამფუძნებელი ასევე ამბობს, რომ მას იმპორტირებული ნედლეული 80%-ით გაუძვირდა, შედეგად ადგილობრივ ბაზარზე ფასის შენარჩუნება გართულდა,  შესაბამისად, ფასები 50%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები