მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალაშენებულ და მშენებარე ბინებზე მოთხოვნის 25%-იანი ზრდა ფიქსირდება - Myhome

61a90a810ab04
თამთა ჯიჯავაძე
02.12.21 23:00
874
ახალაშენებულ და მშენებარე ბინებზე მოთხოვნის 25%-იანი ზრდა ფიქსირდება, - ამის შესახებ Myhome-ის ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა, მადონა კაჭკაჭიშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ძველ ბინებზეც არის მოთხოვნაც და ზრდაც, თუმცა არა ისეთი, როგორც ახალაშენებული ბინების შემთხვევაში ფიქსირდება.

„ძველი აშენებული ბინების მიმართაც არის ინტერესი, და ზრდაც, თუმცა თუ ძველ აშენებულ ბინებზე ზრდა 14-15%-ია, ახალაშენებულ და მშენებარე ბინებზე 25%-იანი ზრდა გვაქვს. უკვე დასრულებულ ბინებზე ინტერესი განსაკუთრებით გაზრდილია. ამასთან, თუ შარშან, სუბსიდირების პერიოდში, შედარებით დაბალ სეგმენტზე გათვლილი მშენებარე ბინები ამოიყიდა, ამ ეტაპზე უფრო მეტად მოთხოვნადი საშუალო სეგმენტის ბინები გახდა, რომლებიც მისაღებ სტუდიოს და საძინებელს მოიცავს და უფრო მეტი საზაფხულო სივრცე აქვს, ფართიც უფრო მეტია და მომხმარებლის მხრიდან უფრო მეტ კომფორტზეა აქცენტი გაკეთებული, ვიდრე გასულ წელს იყო, ამაზე მეტყველებს ფასების ტენდენცია“, -აღნიშნა მადონა კაჭკაჭიშვილმა.

მისივე განცხადებით, სარეალიზაციო შეთავაზების 40% ძველი აშენებულია, ხოლო 60% - ახალაშენებული, ან მშენებარე. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ფასი ყველაზე მეტად მწვანე კარკასზეა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები