მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალაშენებული ბინების მედიუმ სეგმენტმა აღდგენა დაიწყო - Recov.ge

6149a4ec03e74
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.21 18:05
986
Colliers International Georgia-მ უძრავი ქონების ბაზარის სპეციალურ ვებგვერდზე recov.ge-ზე თბილისისა და ბათუმის საცხოვრებელი ბინების აგვისტოს თვის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, დედაქალაქში ახალაშენებული ბინების მედიუმ სეგმენტმა აღდგენა დაიწყო.

საკონსულტაციო კომპანიის მიმოხილვის მიხედვით, თბილისში, 2021 წლის აგვისტოში 2 902 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით მეტია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, აქ 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ბაზრის მოცულობამ 132 მლნ დოლარი შეადგინა.

2020 წლის ივლისთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 24%-ითაა გაზრდილი, ბაზრის ზომა კი - 37%-ით.

რაც შეეხება საცხოვრებელი ბინების გაყიდვებს სეგმენტების მიხედვით, 2021 წლის აგვისტოში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1 862 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით 8%-ით გაიზარდა.

2021 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 6%-ით, 41 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა. მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რიცხვი 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით 22%-ითაა გაზრდილი.

„2021 წლის 8 თვის ჯამური მონაცემით, მედიუმ სეგმენტი 77%-ით აღდგა. პრემიუმ სეგმენტს რაც შეეხება, 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელმა 3%-იანი ზრდა განიცადა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები