ახალციხე-ნინოწმინდის გზის რეაბილიტაციას კომპანია ,,საქმილსადენმშენი“ განახორციელებს. კომპანიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს სამუშაოს შესრულებაში 13,8 მილიონი ლარი შესთავაზა, 1,8 მილიონით ნაკლები ტენდერის თავდაპირველ ღირებულებაზე. სარეაბილიტაციო გზა საერთაშორისო მნიშვნელობისაა, რომელიც სომხეთის სახელმწიფო საზღვრამდე მიდის. სულ პროექტის ფარგლებში 15 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება.
კომპანია 2010 წელსა წყალტუბოშია რეგისტრირებული.
"საქმილსადენმშენს“ 28 მეწილე ჰყავს, მათ შორის ყველაზე მსხვილი აქციონერი -30% ის მფლობელი ავთანდილ ლომთაძეა. ვებ-გვერდ ,,ტენდერების მონიტორის“ მიხედვით კომპანიას 86 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 46 მილიონს აჭარბებს.

























