ახალციხეში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, „ახალციხე ინნ“ იხსნება. როგორც bm.ge-ს “Inn ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ უთხრა, სასტუმრო ზაფხულში გაიხსნება, და ივლისიდან ჯავშნები უკვე მიღებულია.
„ჯავშნები გვაქვს ისრაელიდან, ასევე არაბული ქვეყნებიდან არის დაინტერესება. სასტუმრო 115-ნომრიანია და ინვესტიცია ჯერ ბოლომდე დათვლილი არ არის“, - განაცხადა კოკაიამ.
მისი ინფორმაციით, სასტუმრო რიგით მე-7-ეა და გეგმებიც კიდევ აქვთ, თუმცა ის მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.
„ჩვენთან ჩამოსულ სტუმრებს შევთავაზებთ 5-ვარსკვლავიან სერვისს, ეს იქნება აუზი, საუნა, ჯაკუზი, სამასაჟე ოთახები, ორი საკონფერენციო ოთახი, რომ ადგილობრივ ორგანიზაციებსაც მოვემსახუროთ. გვექნება რესტორანი, გარე სტუმრებისთვისაც. ასევე გვაქვს გასართობი ოთახები, საბილიარდო და ა.შ.“, - განაცხადა კოკაიამ.