მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალციხის ციხეს“ „ნათენაძის მარანის“ დამფუძნებელი, გიორგი ნათენაძე უხელმძღვანელებს

61b22b9ec56c4
თამთა ჯიჯავაძე
09.12.21 20:13
984
ა(ა)იპ „ახალციხის ციხეს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს გიორგი ნათენაძე დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა პირადად წარუდგინა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია იტყობინება.

როგორც ირაკლი ლაზარაშვილმა აღნიშნა, „ახალციხის ციხე“ წარმოადგენს ჩვენი ქალაქის მთავარ ტურისტულ ცენტრს და სავიზიტო ბარათს, ამიტომ მისი ხელშეწყობა და განვითარება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მუნიციპალიტეტისთვის.

თავის მხრივ, გიორგი ნათენაძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს გამოცხადებული ნდობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლებთან ერთად, ბევრი საინტერესო იდეისა თუ პროექტის განხორციელებას შეძლებს.

გიორგი ნათენაძეს კერძო სექტორსა და ტურიზმის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, წარმატებით ხელმძღვანელობს სხვადასხვა აგროტურისტულ პროექტს სამცხე-ჯავახეთში. მან, 2008 წელს პირველი ტურისტული ორგანიზაცია „მესხეთის ტურები“ დააფუძნა, არის ხიზაბავრის ისტორიული ტერასების აღდგენისა და ვაზის იშვიათი ჯიშების მოძიებისა და აღდგენის იდეის ავტორი, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის დამფუძნებელი პრეზიდენტი და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ბორდის წევრი. ასევე, იგი სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციის თავმჯდომარე და „ნათენაძის მარანის“ დამფუძნებელი ხელმძღვანელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები