მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალგაზრდებს გართობა სჭირდებათ, თუმცა ის, რაც ბათუმში ხდება, მიუღებელია“ - ჯანდაცვის სპეციალისტი

610405b7d2c86
ინგა მურუსიძე
30.07.21 22:17
1269
ჯანდაცვის სპეციალისტ ქეთი ჩხატარაშვილის განცხადებით, ადამიანებს ყველგან წასვლას ვერავინ აუკრძალავს, თუმცა ის, რაც დღეს ბათუმში ხდება, ყოვლად მიუღებელია. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამოსავლის გზებზე მან დღეს „ანალიტიკაში“ სტუმრობისას Forbes Health Georgia-ს ფორმატში ისაუბრა.

„ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად მესმის ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ, რომ წავლენ კურორტზე და ცოტა ხნით მაინც განერიდებიან დაძაბულ კოვიდ-სიტუაციას. რეალურად კი ხდება ის, რომ საკურორტო ზონებში არის ძალიან დიდი კონცენტრაცია არა მარტო საქართველოს მოქალაქეების, არამედ ტურისტებისაც.

თუ იქ თითოეულმა ადამიანმა არ უზრუნველყო საკუთარი თავის დაცვა, მაგალითად ვაქცინაციით, პირბადით, მათ შორის გარე სივრცეშიც, არ შეიძლება. თუმცა ბათუმის ბულვარში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია და ესეც მესმის. ამიტომ აუცილებელია მოსახლეობას ესმოდეს რა მნიშვნელობა აქვს რეგულაციების დაცვას“, - განაცხადა ქეთევან ჩხატარაშვილმა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია ქვეყანაში არ არსებობს, საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა პანდემიას წარმატებით ებრძვის და ყველანაირი შეზღუდვა მოვხსენით, ძალიან რთული დასაჯერებელია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.

„ისიც მესმის, რომ ახალგაზრდებს გართობა სჭირდებათ, თუმცა მიუღებელია ის, რაც ბათუმში ხდება. ჟარგონით რომ ვთქვათ, „აწყვეტილი“ აქვს თაობას. მესმის, რომ მათაც სტრესი აქვთ, განტვირთვა სჭირდებათ, მაგრამ ამასაც რეგულირება სჭირდება აუცილებლად, რათა ისევ მათი ჯანმრთელობა დავიცვათ.

ფაქტია, რომ ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ დღევანდელ დღეს და ეს ყველას უნდა ესმოდეს. ვერავის აუკრძალავ არსად წახვიდეო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე ამ ხალხმა თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ჩხატარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები