მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალგაზრდობის სააგენტოს ბიუჯეტი 1,5 მლნ-ით შემცირდა - როგორ დაკორექტირდა ხარჯები?

5f1536c7754b2
ანუკა ჯოხაძე
20.07.20 10:00
1851
2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ახალგაზრდობის სააგენტოს, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნისთვის სახელმწიფო 5 მილიონი ლარით აფინანსებდა, საიდანაც ხარჯვით ნაწილს რომ ჩავხედოთ 44 ადამიანის სახელფასო ფონდი 1 150 000 ლარი იყო. თუმცა, უკვე კორექტორებული ბიუჯეტის თანახმად, სააგენტოს ბიუჯეტი 1,5 მილიონით შეუმცირდა, შესაბამისად, უნდა დაკორექტირებული სააგენტოს ხარჯვითი ნაწილიც, თუმცა როგორც სსიპ-ის უფროსი რეზო ჩარკვიანი ამბობს, დონორებისგან მოზიდული სახრების გათვალისიწინებით ხარჯვების დაკორექტირება არ მომხდარა.

“მილიონნახევრიდან, დაახლოებით, მილიონი ლარის მოზიდვა მოხერხდა, რამაც არ შეაჩერა დაგეგმილი პროცესების განხორციელება. ვინაიდან ბანაკების გაკეთება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით აღარ იგეგმებოდა, დარჩენილი ნახევარი მილიონიც აღარ იყო პრობლემა. კიდევ 700 000 ლარი უნდა დაგვიმტკიცდეს დამატებით, რაც თუ საჭირო იქნება გამოვიყენებთ ციფრული მიმართულების გაძლიერებისთვის.

ამასთან, დამატებით კიდევ ისედაც გვქონდა დამტკიცებული 300 000 ლარი დონორებისგან ბანაკების პროექტისთვის, მაგრამ  ვინაიდან ეს პროექტი წელს აღარ ხორციელდება, თანხას სხვა მიმართულებების შესავსებად გამოვიყენებთ", - ამბობს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები