ახალი 5-ლარიანი მიმოქცევაში პირველი სექტემბრიდან გამოჩნდება. ის მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა. მის წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკანა მხარეს კი ნიკო ფიროსმანის ტილოები. ახალ ბანკნოტზე დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის პირებისთვის.
ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა. შეგახსენებთ რომ 20 და 50- ლარის განახლებულბი ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი თებერვლიდანაა, ხოლო 100 ლარიანი პირველი ნოემბრიდან.