მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი Bentley Bentayga თბილისში

5f646c87da8e7
BM.GE
17.09.20 15:30
2411

ინგლისის ქალაქ ქრუში, ბენტლის ერთადერთ ქარხანაში დიდი სიახლეებია. საკონვეიერო ხაზი, ახალი ბენტლი Bentayga-ს აწყობით არის დაკავებული. ბენტლის საუკუნოვან ბრენდს, ერთდროულად მდიდრული, კომფორტული და სპორტული ქროსოვერების მოყვარულებისთვის სიახლე აქვს. კომპანიამ თავისი სამოდელო ხაზის კიდევ ერთი ვარსკვლავი - ბენტაიგას 2021 წლის მოდელი სრულიად განაახლა.




Bentley Bentayga ბრენდის ერთადერთი ქროსოვერია და ის არა მხოლოდ ბრენდის სამოდელო ხაზში გამოირჩევა არამედ, თავისი სეგმენტის ეტალონს წარმოადგენს. 2015 წლიდან მოდელის წარმატებული საწარმოო სტარტი, ხელით აწყობილ 20 ათასამდე გაყიდულ მოდელს მოიცავს, მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის არის საქართველოც რომელიც ბრენდს თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კმ-ზე მდებარე თანამედროვე დიაზაინის შოურუმით და სერვისით წარმოადგენს. საქართველოში, ადგილობრივი კლიმატური და ლანდშაფტური მდგომარეობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ბრენდის წარმოდგენილი სამოდელო ხაზიდან, სწორედ ქროსოვერი Bentayga სარგებლობს პოპულარობით.


Bentayga პირველი უახლესი მოდელი, ბრენდის ოფიციალურ სადილერო ცენტრში, თბილისში, მომდევნო თვის დასაწყისიდან იქნება წარმოდგენილი, სადაც საინტერესებულ სტუმრებს, თავად შეეძლებათ იხილონ ავტომობილი და შეაფასონ მისი ექსტერიერი, ინტერიერი, დიზაინის დეტალები და მასალის უმაღლესი ხარისხი, ხელით შექმნილი ავტომობილის ერთობაში. მანამდე კი შეგვიძლია ეს უახლესი მოდელი ზოგადად განვიხილოთ და წინასწარ გაგაცნოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები.

 

 



როდესაც ვსაუბრობთ Bentayga-ს განახლებაზე, პირველი რაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ თვალსაჩინოებას წარმოადგენს არის მისი შეცვლილი ექსტერიერი, რომელიც განასახიერებს ბრენდის დნმ-ს და წარმოაჩენს ბრენდის ახალ დიზაინერულ ენას, რომელიც საერთოა ხაზის ყველა განახლებული მოდელისთვის. მისი გრან ტურერისთვის დამახასიათებელი ვიზუალი, დაწვრილებული და continental GT, Flying Spur -სთვის დამახასიათებელი სპორტული უკანა ფარები, სძენს აღმაფრთოვანებელ დინამიურობას ამ გამორჩეულად დახვეწილ ქროსოვერს. ეს ფარები ჩამონტაჟებულია საბარგულის კარშივე, რომელიც უკანა ნაწილის მთელს სიგანეზეა გადაჭიმული. წინა ნაწილში აღსანიშნავი ცვლილებებია რადიატორის ზომაში გაზრდილი ცხაურა, რომელსაც უფრო ვერტიკალური ფორმა აქვს მიღებული და ახალი ინტელექტუალური დიოდური მატრიცული ფარების დიზაინი, რომელიც ბროლისებური მოპირკეთებით არის და მასში მარტივად ამოიცნობა ბენტლის კლასიკური ხელწერა.

 



ცვლილებები შეეხო ასევე ინტერიერსაც, რომლებიც ძირითადად არის წარმოდგენილი წინა სამართავ პანელში, საჭესთან და კარებების მოპირკეთებაში. ამასთან, ავტომობილის უკანა სავარძლების მგზავრები, სათანადოდ დააფასებენ გაზრდილ სივრცეს, რომელიც შესაბამისი კონფიგურციის მიხედვით შეიძლება 100 მილიმეტრით გაიზარდოს. მგზავრებისთვის და მძღოლისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, ავტომობილში გამოიყენება მოწინავე ტექნოლოგიები, შემეცნებით-გასართობი სისტემები, ხელმისაწვდომი Apple CarPlay და Android Auto - კონკრეტული ბაზრების მიხედვით, ასევე 10,9 დუიმიანი ციფრული ეკრანი ინსტრუმეტთა დაფაზე. ატელიე Mulliner თავს არ ზოგავს, იმისათვის რომ ახალი Bentayga-ს მფლობელმა კიდევ უფრო გამორჩეულად იგრძნოს თავი და ამისათვის მათ სთავაზობს ექსკლუზიურ ფუნქციას - ახალი რომბირებული ფორმის ნაკერი და დახვეწილად შესრულებული სავარძლების ძალიან წვრილი მოპირკეთება. ეს ორი ოფცია Mulliner მართვის სპეციფიკაციამ დაამატა სავარძლებისთვის.

ინტერიერში ფუფუნების შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს, პირველად Bentley-ში ალმასის ეფექტის ალუმინის მუქი მოპირკეთება, და ასევე ხაოს ეფექტით ორი ვინირი: Koa და Crown Cut Walnut, ორივე ოფცია ახალია და პირველად გამოიყენება ბენტეიგაში.



 



ახალი Bentley Bentayga სუპერ ავტომობილისთვის დამახასიათებელი შესრულებითაც ხასიათდება, ამის საშუალებას მას აძლევს 8 ცილინდრით აღჭურვილი, 4 ლიტრიანი ორმაგი ტურბო ძრავი, მასში გაერთიანებული 550 ცხენის ძალა, რომელიც 770 ნ.მ ბრუნვადი მომენტით, ავიტარებს მაქსიმუმ 290 კმ/სთ-ს, ხოლო 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 4,5 წამში ჩქარდება.

ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მოდელის 8 ცილინდრიანი Bentayga და 6 ლიტრიანი W12 Bentayga Speed ვერსიები.

ახალი ბენტლი Bentayga ვიზიტორებს და მდიდრული ავტომობილების მოყვარულებს, საქართველოში, ბენტლი თბილისის ოფიციალურ სადილერო ცენტრში ოქტომბრის დასაწყისიდან დაელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები