მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ცათამბჯენები ბათუმში

BM.GE
03.10.22 12:48
289
ბათუმის საკრებულომ სანაპიროს პირველ ზოლში, რუსთაველის ქუჩის გასწვრივ ორი ახალი ცათამბჯენის მშენებლობის კონცეფცია დაამტკიცა. ახალი ნაგებობები რუსთაველის 44 და 40 ნომერში, “ალიანს ფრივილიჯის” ცათამბჯენის გარშემო აშენდება. 

პროექტზე პასუხისმგებელი კომპანიები შპს „ვესტინვესტი“ და „ბრიტიშ დეველოპმენტი“ არიან, რომლებიც ორბი ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიებია. კომპანიებმა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია [გდგ] მერიას 2021 წელს წარუდგინეს.

სტუმარი:შოთა გუჯაბიძე - სამოქალაქო აქტივისტი, "საზოგადოება ბათომი";

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები