მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ჩქაროსნული გზების მიმდებარედ სავაჭრო სივრცეები მოეწყობა

5f3ba2e1a6e06
BM.GE
18.08.20 14:32
1289
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე (E60), აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან დაუერთდება არსებულ გზას.

აქტიურ პროცესშია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაც.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ახალი მონაკვეთები გვერდს აუვლიან ხაშურის ე.წ. „ჰამაკების ბაზრობას“ და მსგავსი ტიპის სავაჭრო პუნქტებს სურამში, შროშასა და ზესტაფონში.

იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, ახალი მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, გზის შესაბამის მონაკვეთებთან, მათთვის მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით.

ახალი სავაჭრო სივრცეები, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს კიდევ უფრო განავითარონ ბიზნესი უსაფრთხოების და სხვა აუცილებელი სტანდარტების პირობებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები