მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი დირექტორი: BLACK SEA ARENA მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკალური დარბაზი უნდა გახდეს

5ca4df35a79f1
ლიკა გურაბანიძე
03.04.19 21:00
27036
BLACK SEA ARENA უახლოეს პერიოდში უნდა გახდეს მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკალური დარბაზი,“ - ამის შესახებ bm.ge-ის საკონცერტო დარბაზის ახალმა დირექტორმა ტატო ხარჩილავამ განუცხადა.

Bm.ge-ის კითხვაზე - როგორ მოახერხა ხარჩილავამ 87 აპლიკანტს შორის საკონკურსო კომისიისთვის თავის მოწონება და როგორ წარმოუდგენია BLACK SEA ARENA-ს განვითარება, ახალმა დირექტორმა კონკრეტული პასუხის გაცემა არ ისურვა.

„დღეს დავინიშნე და სხვადასხვა საკითხზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. მათ შორის, სამომავლო გეგმებზე და ამჟამად მიმდინარე პროცესებზე“, - განაცხადა ტატო ხარჩილავამ.

შეგახსენებთ, რომ Black Sea Arena-ს დირექტორად დღეს პრომოუტერი ტატო ხარჩილავა დაინიშნა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი დარბაზის დირექტორის პოსტზე ხარჩილავამ ანა კავლელიშვილი შეცვალა.

BLACK SEA ARENA-ს დირექტორობა 87 აპლიკანტს სურდა.

რამდენიმე კვირის წინ, პრემიერის გადაწყვეტილებით, BLACK SEA ARENA ეკონომიკის სამინისტროდან განათლების და კულტურის სამინისტროს მართვაში გადავიდა.
ცნობისთვის: ბიძინა ივანიშვილის “ფონდ ქართუს” მიერ აშენებულმა საკონცერტო დარბაზმა Black Sea Arena-მ 2017 წელი 6.4-მილიონიანი ზარალით დაასრულა.
შპს “ბლექ სი არენა ჯორჯია” 2016 წლის 15 ივლისს დაფუძნდა.

ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნატანებში მდებარე დარბაზის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო. კომპანიის მართვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება.

საკონცერტო დარბაზის მთავარი საქმიანობა, ჯერ-ჯერობით, მთავრობის მიერ სუბსიდირებული მრავალმილიონიანი კონცერტებისა და ღონისძიებების მასპინძლობაა.

დარბაზის 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2017 წლის 31 დეკემბრისთვის 6.4 მილიონი ლარის ზარალი დააგროვა.

საკონცერტო დარბაზისთვის, გასულ წელს მთავარი შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან გაღებული 11.9 მილიონი ლარის სუბსიდია იყო.
2017 წლის მდგომარეობით, დარბაზის აქტივები 65 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დარბაზის აშენებაზე $115 მილიონზე მეტი დახარჯა და ის 10,000 მაყურებელზეა გათვლილი.
დარბაზი 2016 წლის 31 ივლისს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები