მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალი ელექტრომანქანები, ახალი შოურუმები, გაყიდვების 30%-ით გაზრდა“ – „ვოლვო ქარ კავკასიას“ გეგმები

63d7a67f63776
თინათინ ნატმელაძე
04.02.23 23:00
1201
„ვოლვო ქარ კავკასიას“ დირექტორი გაგა კოხრეიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში კომპანიის 2023 წლის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს აზერბაიჯანსა და საქართველოში ახალი შოურუმების გახსნას, ელექტრომანქანების ახალი მოდელების შემოყვანას და გაყიდვების ზრდას გეგმავენ.

„წინა წელს დილერი შევცვალეთ აზერბაიჯანში, წელს უკვე ახალი დილერით გავაგრძელებთ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ წელი ზრდით დაასრულა, ამ ცვლილების მიზეზი შედეგებიც იყო, რადგან ჩვენ უფრო მეტის ამბიცია გვაქვს, „ვოლვო“ ისეთი ბრენდია და ისეთი ტემპი აქვს აღებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ გვგონია ბევრად მეტი შედეგის დადება შეგვიძლია წელს. ამას ემატებოდა სტანდარტები, შოურუმები, პროცესები და 2023 წლიდან სულ სხვა მოცემულობით წარვდგებით ჩვენს აზერბაიჯანელ მომხმარებელთან.

წელს საქართველოშიც გვექნება ახალი შოურუმი, რომლის მშენებლობაც უკვე აქტიურ ფაზაშია, ეს იქნება უნივერსიტეტის ქუჩაზე და ვფიქრობთ, რომ წლის მესამე კვარტალში გავხსნით.

ამასთან ერთად მომხმარებელს ივლისის თვისთვის უკვე ახალ ელექტრო მანქანებს შევთავაზებთ, ეს არის სრულად ელექტრო Volvo X 40 და Volvo C 40, რომლებსაც ერთი დამუხტვით 460 კილომეტრის გავლა შეუძლიათ და 430 ცხენის ძალა აქვთ.

საერთო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ გაყიდვები 30%-ით გავზარდოთ, თუმცა, წინასწარ არ ვიცით, შესაძლოა, ეს მონაცემები ბევრად დიდი იყოს“, - განაცხადა გაგა კოხრეიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები