"თიბისი კაპიტალმა" ეკონომიკის აღდგენის დინამიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ივლისის მესამე კვირა თითქმის იმეორებს გასული კვირის ტენდენციებს. მცირე ცვლილებები დაფიქსირდა, როგორც ახალი გაცემული იპოთეკური სესხების, ასევე თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების მხრივ.
კერძოდ, 2022 წლის 1-21 ივლისის პერიოდში, და +12%-ს გაუტოლდა 2021 წელთან შედარებით, ხოლო თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მცირედით შენელდა და +27% შეადგინა წ/წ.
როგორც "თიბისი კაპიტალი აღნიშნავს, ტურიზმისთვის ამ კვირამაც სახარბიელოდ ჩაიარა. სასტუმროებში რეზიდენტებისა და არარეზიდენტების მიერ ჯამურად გაწეული უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, სტაბილურად გაიზარდა, ხოლო სასტუმროებში არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვამ კვლავ გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებლებს.
კერძოდ, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო ხარჯვა სტაბილურია და 87%-ს უტოლდება 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით (+36% წ/წ) .
უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, გაიზარდა სხვა სეგმენტებისთვის, როგორიც არის ავეჯი და მოწყობილობები და სამშენებლო მასალები.
აღსანიშნია, რომ 15-21 ივლისის პერიოდში არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვა, თიბისი ბანკის არხებით, 59%-ით აღემატება 2019 წლის დონეს.
ამასთან, აღნიშნულ პერიოდში, სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯების ზრდამ მცირედით დაიკლო 31%-ს გაუტოლდა 2021 წელთან შედარებით. სხვა კატეგორიებზე რეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდა სტაბილურია და +0.53% შეადგინა წ/წ.
ანგარიშის თანახმად, რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯების ზრდა შემცირდა და 154% შეადგინა 2019 წელთან შედარებით (+44% წ/წ).
2019 წელთან შედარებით, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების ზრდაზე კლება დაფიქსირდა და 156%-ს გაუტოლდა.
ამასთან, გართობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა შემცირდა და 59%-ს გაუტოლდა 2019 წლის ნიშნულთან შედარებით.
სხვა მიმართულებით აღდგენის დინამიკა რიცხვებში ასე გამოიყურება:
ფიტნესზე უნაღდო დანახარჯები გაუმჯობესდა და 238% შეადგინა 2019 წელთან შედარებით.
სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა გაუმჯობესდა და 44%-ით აჭარბებს 2021 წლის მაჩვენებელს.
ავეჯსა და მოწყობილობებზე უნაღდო ხარჯვის ზრდამ მცირედით მოიმატა და 32% შეადგინა წ/წ.
ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდა სტაბილურია და 21% შეადგინა 2021 წელთან შედარებით.
პირად ჰიგიენაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა მცირედით შენელდა და 29% შეადგინა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
მანქანის შეკეთებაზე უნაღდო ხარჯვა სტაბილურია და 41%-ს შეადგენს წ/წ.
საწვავსა და ტრანსპორტზე უნაღდო დანახარჯების ზრდა თითქმის უცვლელია და 24%-ით აღემატება 2021 წლის დონეს.
ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა მცირედით გაუმჯობესდა და 12% შეადგინა 2021 წელთან შედარებით.
სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო ხარჯვამ მცირედით დაიკლო და 7%-ს უტოლდება 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით.