პრემიუმ კლასის ტელეფონები თავისი მრავალფუნქციურობით ყველა ადამიანისთვის მიმზიდველია, თუმცა მაღალი ფასის გამო ძალიან ბევრს უარის თქმა უწევს ჯიბით მინი კომპიუტერის ტარებაზე და მოკრძალებულ საკომუნიკაციო საშუალებას ჯერდება, ამიტომ Samsung-მა დაიწყო მუშაობა საშუალო კლასის სმარტფონების ახალ დონეზე ასაყვანად და პირველი გენიალური შედეგიც უკვე სახეზეა.
ეკრანის ზომით, ჩიპსეტით, ოპერატიული მეხსიერებით და რაც მთავარია კამერით, ახალი Galaxy A7 პრეტენზიული მომხმარებელის ინტერესებს აკმაყოფილებს და ტოვებს განცდას რომ მფლობელს ხელში პრემიალური კლასის გაჯეტი უჭირავს.
რატომ უნდა ვიყიდოთ Galaxy A7?
ნებისმიერი რამის შეფასებისას ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი შთაბეჭდილებაა, რომლსაც ჩვენში ყოველთვის ვიზუალი ტოვებს. Galaxy A7-ის შეფასებისას კი მისი გარეგნობის დაწუნება ნამდვილად გაგვიჭირდება. ტელეფონის წინა პანელი თითქმის მთლიანადაა ათვისებული ეკრანით, შეჭრილი კამერის გარეშე. უკანა პანელი დამზადებულია პოლიკარბონატით, რომელსაც აქვს მინის ვიზუალი და არეკვლადობა, რაც ტელეფონს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის. თითის ბიომეტრიული სკანერი განბლოკვის ღილაკშივეა ჩაშენებული და იმის გათვალისწინებით, რომ ტელეფონი სულ რაღაც 168 გრამს იწონის, სისქეში კი მხოლოდ 7.5 მილიმეტრია, თამამად შეგვიძლია მის დიზაინს დახვეწილი ვუწოდოთ.
სმარტფონების ტენდენცია იცვლება და მომხმარებელთა უმეტესობა დიდი ზომის ეკრანს ითხოვს, 6 ინჩიანი ეკრანი კი ამ მოთხოვნას ნამდვილად აკმყოფილებს. რა თქმა უნდა ეკრანის შეფასების კრიტერიუმი მხოლოდ ზომა ვერ იქნება და Samsung არც აქ გვიცრუებს იმედებს, რადგან Super AMOLED ტიპის FHD+ ეკრანი, 1080x2200 რეზოლუციით, საშუალო კლასის მოდელისთვის ძალიან კარგია.
გარეგნულად ტელეფონი მისაღები და სასურველია, ასე რომ ახლა შეგვიძლია მის შინაგან სამყაროშიც ჩავიხედოთ. კიდევ ერთი მოუგვარებელი პრობლემა, რომელიც საშუალო კლასის სმარტფონებს ახასიათებთ მისი მოხმარების ხანგრძლივობაა. ამ მხრივ Galaxy A7, 3300 მილიამპერიან ბატარეას გვთავაზობს, რომელიც საშუალებას მოგცემთ ტელეფონი 9-10 საათის განმავლობაში გამოიყენოთ ჩართული ეკრანის პირობებში.
რაც შეეხება მის ტევადობას, 64 გიგაბაიტის შევსება მარტივი არ არის, თუმცა თუ ეს თქვენთვის მაინც პრობლემატური საკითხია, მეხსიერების ბარათის სლოტი თქვენს სამსახურში იგულეთ.
4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 8 ბირთვიანი Exynos 7885 პროცესორით ნამდვილად იშვიათია ბიუჯეტურ მოდელებში. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამ მონაცემებით თქვენი ტელეფონის მუშაობა მაქსიმალურად მიახლოებული იქნება იმ ფლაგმანებთან, რომელთა ფასი Galaxy A7-ისას მინიმუმ 2-ჯერ აღემატება.
რატომ რევოლუცია?
ძალიან ბევრი ადამიანი სამოყვარულო დონეზე გატაცებულია ფოტოგრაფიით, თუმცა სამოყვარულო კამერა, ისევე როგორც პრემიუმ კლასის სმარტფონი ერთგვარი ფუფუნების საგანია. Samsung-მა ამ საკითხზე აშკარად ბევრი იმუშავა და მოახერხა, რომ კარგი კამერა მომხმარებლისთვის იაფად ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
Galaxy A7-ის მთავარი ღირსებია სწორედ მისი კამერაა., პირველი 3 კამერიანი სისტემა საშუალო კლასის სმართფონებში. ეს ნამდვილად რევოლუციური გადაწყვეტილებაა და რაც მთავარია, იგი პირნათლად ასრულებს თავის ფუნქციას.
სამი კამერიდან მთავარი კამერა 24 მეგაპიქსელიანია F1.7 დიაფრაგმით. მის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სურათების მკვეთრი დეტალიზაცია, რომელსაც პიქსელების შეკუმშვის მექანიზმით ახერხებს დაბალი განათების პირობებშიც კი. მთავარ კამერას LED განათებასთან ერთად ეხმარება მეორე 5 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც პორტრეტული რეჟიმის კადრების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. ამ სისტემის შემადგენელი მესამე კამერა 8 მეგაპიქსელითა და ულტრა ფართო 120 გრადუსიანი ხედვის კუთხითაა წარმოდგენილი, რომლის მეშვეობითაც მაღალი ხარისხის ფართო ხედვის კადრების გადაღებას შეძლებთ.
საბოლოო ჯამში Galaxy A7-ის შეძენით თქვენ გექნებათ ლამაზი ტელეფონი, უპრობლემო ინტერფეისი და საკმაოდ კარგი კამერა. და რაც მთავარია ეს ყველაფერი სრულიად ხელმისაწვდომ ფასში.
Galaxy A7 სამსუნგის ბრენდ მაღაზიასა და ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში წარმოდგენილია სამ ულამაზეც ფერში (ლურჯი, შავი, ვარდისფერი). აქვე შეგახსენებთ, რომ უნდა შეიძინოთ მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.
(R)