მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი ჰესების ამუშავების შემდეგ მთავრობა სამომხმარებლო ტარიფზე ზეწოლას არ ელოდება

57da687babb47
დავით ჯალაღონია
16.09.16 12:34
1275
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძე ახალი ელექტროსადგურების ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ სამომხმარებლო ტარიფის გაძვირებას არ ელოდება.

„ახალი ელექტროსადგურები იმპორტირებულ ელექტროენერგიას ჩაანაცვლებენ, რომელიც საკამოდ ძვირი გვიჯდება, ამიტომ დანახარჯებში არსებითი სხვაობა არ გვექნება. აქედან გამომდინარე, არ ველოდებით, რომ ახალი ჰესების ექსპლოატაციაში შეყვანით, სამომხმარებლო ტარიფებზე რაიმე ზეწოლა მოხდება. დღეს 24-საათიანი ელექტრომომარაგება გვაქვს, რისი უზრუნველყოფაც გარკვეულწილად იმპორტირებული ენერგიით ხდება, რომელიც საკმაოდ ძვირი გვიჯდება. ამ ენერგიის ჩანაცვლება კი ადგილობრივი წარმოებით მოხდება“, - განმარტა ხმალაძემ “ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას.

საქართველოს ენერგეტიკული სტრატეგიის მიხედვით, რომელიც 2016-2026 წლებში დაგეგმილ სამუშაოებს მოიცავს, 2021 წლისთვის ექსპლოატაციაში 22 ახალი ელექტროსადგური იქნება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე - 575 მგვტ-ია, საშუალო წლიური გამომუშავება კი - 2431 მლნ.კვტ.სთ. ამასთან, 20206 წლამდე 75 ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის სამუშოების განხორციელება იგეგმება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები