მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ახალი ჰესების გარეშე საქართველოს ნაწილის ჩაბნელება გარდაუვალი იქნება"

5aabcb5acb8a2
მაია ბიწაძე
16.03.18 18:00
4531
"საქართველოში თუ არ განვითარდება ენერგეტიკა, ქვეყანა ვერ განვითარდება“, - ამის შესახებ ,,ანალიტიკის“ ეთრში Georgia Global Utilities აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, თუ საქართველოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აგორებული კამპანაია გაგრძლდება, ქალაქების ჩაბნელება გარდაუვალი იქნება.

"ჩვენი ჰესი, რომელსაც მესტიაში ვაშენებთ 50 მეგავატიანია და არის მდინარის მოდინებაზე, - ანუ არ ხდება წყლის დაგუბება. მდინარის წყლის ნაწილი გადამისამართდება მილში, საიდანაც შემდეგ ისევ უკან უბრუნდება მდინარეს, შესაბამისად ამ ჰესებს მწვანე ჰესებს უწოდებენ, მას მინიმალური გავლენა აქვს ბუნებაზე, ჰავას არ ცვლის, ხალხის გადასახლება არ ხდება, შესაბამისად ასეთი ტიპის ჰესები ყველგან არის წახალისებული.

მიუხედავად ამისა, გვაქვს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა, ახლად აგორებული ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობიდან, მათ შორის ამ ჰესზე, რომელიც მესტიაში ნახევრადაშენებულია, მაგრამ აღნიშნული მოძრაობა ისეთ მდგომარეობაში გადავიდა, რომ უკვე ნებისმიერი ტიპის ჰესს ეწინააღმდეგებიან.

რეალობა არის ის, რომ თუ ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება, საკუთარი ნაბიჯებით ნელ-ნელა, მაგრამ ზუსტად სიბნელესთან მივალთ. რატომ? იმიტომ, რომ ელექტროენერგიის მოხმარება შარშან გაიზარდა 7%-ით, 13 მილიარიდი იყო შარშან მოხმარება, იმპორტი გაიზარდა ნახევარი მილიარდიდან მილიარდ-ნახევარ კილოვატ საათამდე, რადგან ვეღარ ვაწარმოებთ იმდენს, რამდენიც გვჭირდება. ქვეყანაში თუ არ განვითარდა ელექტრო ენერგიის წარმოება, ერთის მხრივ გაიზრდება იმპორტი და შესუსტება ლარი და მეორეს მხრივ ელექტრო გადამცემი ხაზები ვეღარ გაუძლებს, შესაბამისად გარდაუვალი იქნება ქალაქების ჩაბნელება და ეს შორს შეიძლება სულაც არ იყოს “ - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები