მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ახალი ჰესების ინვესტორებთან გარანტირებული შესყიდვის ფასზე შეთანხმება მიღწეულია"

57d96d921996e
დავით ჯალაღონია
14.09.16 21:31
2065
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სატარიფო პოლიტიკაზე, რომელიც სახელმწიფოს მიერ ახალი ჰიდროელექტროსადგურებისგან შესაძენი ელექტროენერგიის ფასს განსაზღვრავს, მუშაობა დასრულდა.

ხმალაძის განმარტებით, ერთი კვტ/სთ ელექტროენერგიის მაქსიმალური ფასი, რასაც სახელმწიფო ინვესტორს გადაუხდის, 6 ცენტი იქნება.

„შეთანხმება მიღწეულია თითქმის ყველა ინვესტორთან და მიმდინარეობს ფორმალური, შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რომ თითოეული პროექტის განხორციელების მიზნით გაფორმდეს სათანადო, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ყველა პროექტს თავისი სპეციფიკა ახასიათებს და ყველა ინვესტორს თავისი მოთხოვნები და შესაძლებლობები აქვს. ყველასთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ, რომ ფორმით თითოეულ საკითხზე შეთანხმება ოპტიმალური ფორმით მოხდეს“, - განმარტა ხმალაძემ.

მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო ჰესების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას წელიწადში 8 თვის განმავლობაში - სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით შეისყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები