მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი iPhone XR-ი გაყიდვაშია ბილაინის მაღაზიებსა და ვებგვერდზე, ერთჯერადი გადახდით და განვადებით

5be2a4e07d85c
BM.GE
07.11.18 12:36
828
მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, Apple-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში, ბილაინის მაღაზიებსა და ვებგვერდზე: www.beeline.ge ახალი iPhone XR-ის გაყიდვის თაობაზე აცხადებს. სმარტფონის შეძენა შესაძლებელია როგორც ერთჯერადი გადახდით, ისე 12, 18 და 24 თვიანი განვადებით. ხსენებული სმარტფონის ყიდვისას მომხმარებელი ბილაინისგან საჩუქრად იღებს 64GB მობილურ ინტერნეტს, რომელიც მომხმარებელს ერიცხება პროპორციულად, 1 წლის განმავლობაში, ან განვადების ხანგრძლივობის მიხედვით. iPhone XR 64GB-ის ფასი ერთიანი გადახდის შემთხვევაში 2690 ლარია, ხოლო 24 თვიანი განვადებისას - თვეში 127.84 ლარი.
ბილაინი აძლევს მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას ისარგებლოს 24 თვიანი განვადებით. განვადებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ბილაინის მაღაზიებში, ისე ვებგვერდიდან www.beeline.ge. ამასთან, განვადების ყოველთვიურად დაფარვა მომხმარებელს პირდაპირ საკუთარი მობილურის ბალანსიდან შეუძლია და არ ჭირდება ბანკში მისვლა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები