მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ახალი კოდექსი საშუალებას იძლევა საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული უფლებები გადაეცეს სხვა პირს"

5b962ae5e66e4
BM.GE
10.09.18 12:25
520
ახალი საბაჟო კოდექსით, ჩნდება საბაჟო პროცედურის მფლობელის დეფინიცია და პროცედურის მფლობელის ცვლილების შესაძლებლობა, რაც საშუალებასიძლევა საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული უფლებები გადაეცეს სხვა პირს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული სიახლე ბიზნესსექტორს მისცემს საშუალებას, აწარმოოს მისთვის სასურველი გარიგება საბაჟო ზედამხედველობაში მოქცეულ საქონელზე ისე, რომხელი არ შეეშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას.

„გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება საბაჟო გადაწყვეტილების დროებით შეჩერება. კერძოდ, საბაჟო ორგანოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება, რომელმაცშესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს გადამხდელზე, წინასწარ ეცნობება მას, გადამხდელის მხრიდან არგუმენტების გათვალისწინების მიზნით. გარდა ამისა, საბაჟო ორგანოსთვის ჩნდება შესაძლებლობა, შეაჩეროს საკუთარი გადაწყვეტილების აღსრულება, თუ ის გამოუსწორებელ ზიანს აყენებს დაინტერესებულპირს”, - განმარტავენ სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები