ახალმა კორონავირუსმა საქართველოში კიდევ 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
განახლებული სტატისტიკის მიხედვით ბოლო 24 საათში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 475 ადამიანამდე გაიზარდა.
რაც შეეხება 8 ნოემბრის განახლებულ სტატისტიკას, COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2 901-ით გაიზარდა, შესაბამისად დღეისთვის ქვეყანაში ინფიცირების 57 753 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებლთა რიცხვი კი 2 799-ით გაიზარდა და 42 572 ადამინი შეადგინა.
ამ დროისთვის საქართველოში:
კარანტინის რეჟიმში 2 964 პირი იმყოფება;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 691;
კოვიდ სასტუმროში - 2 879 ადამიანი, ხოლო
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა - 41-ს შეადგენს.