13 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 4.48 თეთრით გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი აშშ დოლარი 2.9942 ლარი ღირს, რაც დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ისტორიულად მინიმალური მაჩვენებელია.
ევროსთან კი გაუფასურებამ 2.76 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.3421 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კურსის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად, დღეს სავალუტო ინტერვენცია განახორვიელა და $20 მილიონი დოლარი გაყიდა.




























