Apple-ის ახალი Mac Pro ბაზარზე სექტემბერში გამოჩნდება.
ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურმა გამოცემებმა გაავრცელეს.
როგორც ცნობილია, ახალი Mac Pro თავდაპირველად ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე იქნება ხელმისაწვდომი, მისი ფასი კი 5,999 დოლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ახალი კომპიუტერი Apple-მა დეველოპერების კონფერენციაზე გასულ კვირას წარადგინა. ახალი მოწყობილობის ოპერატიული მეხსიერება 1.5 ტერაბაიტია. რაც შეეხება პროცესორს, მას ინტელის 28-ბირთვიანი პროცესორით აღჭურავენ.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, არსებული აპლიკაციებით მისი გაჭედვა ან შენელება წარმოუდგენელია.

























