თბილისის ახლადარჩეული მერი, კახა კალაძე სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების 30-მდე წარმომადგენელს შეხვდა. გარდა ,,შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების’’ ტექნიკური რეგლამენტისა შეხვედრაზე თბილისის მერიაში არსებულ ბიუროკრატიულ ბარიერებზე ისაუბრეს. კერძო სექტორი აცხადებს, რომ სამშენებლო ნებართვების აღებას საკმაოდ დიდი ხანი ელოდებიან, მაშინ როცა გადაწყვეტილებები ზოგიერთი კომპანიის შემთხვევაში საკმაოდ მარტივად წყდება. მერიაში ბიუროკრატიის არსებობას აღიარებს კახა კალაძეც. ის მშენებლებს ჰპირდება, რომ ბიუროკრატიის მანქანას დაამარცხებს და სამშენებლო ნებართვების აღება გამარტივდბა.
"მთავარი მესიჯი, რაც ითქვა ახალი მერისგან, არის ის, რომ ბიუროკრატია შემცირდება, შესაბამისად, უფრო ადვილი იქნება სამშენებლო ნებართვების მიღება’’-აცხადებს ",არქი ჯგუფის" დამფუძნებელი, ილია წულაია.
მერიაში არსებულ ბიუროკრატიაზე ისაუბრა მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმაც.
"ხშირ შემთხვევაში ბიუროკრატია უნდა იყოს გასაგები და ჭკუასთან ახლოს. იყო საუბარი, რომ შეიძლება იყოს მოთხოვნა, მაგრამ ადეკვატური და სამართლიანი. კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი’’, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
პროცედურების გამარტივებასთან ერთად სამშენებლო სექტორი რიგი სტანდარტების გამკაცრებას ითხოვს.
"ერთია გამარტივება და მეორე ის, რომ ყველას გვინდა ქალაქის იერსახე არ იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის. გამარტივების გარდა ვითხოვთ გართყულებას. არ შეიძლება ქალქის ცენტრში ასეთი უგვანი შენობები აშენდეს, არანაირი თანხა არ დაიხარჯოს მის იერსახეზე, ფასადზე. ისინიც ამ ინიციატივით გამოდიან და ჩვენ მხარს ვუჭერთ. აქ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები’’, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

























