მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი მილიონერი საქართველოში! ,,ლოტო 6/42’’-ში ჯეკპოტი - 1 015 291 ლარი გათამაშდა

6048ae115784b
BM.GE
10.03.21 15:28
1579
ახალი მილიონერი საქართველოში! "ლოტო 6/42’’-ში ჯეკპოტი 1 015 291 ლარი გათამაშდა. 

ვინ არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ, 1 მილიონი ლარი მოიგო?! 9 მარტს ამ დროისთვის უცნობმა პირმა, მხოლოდ 2 ლარად ,,ლოტო 6/42’’-ის გათამაშების ბილეთი შეიძინა. 2 ლარიანმა შენაძენმა კი ის საქართველოში ყველაზე იღბლიანი ადამიანი გახადა და მან ჯეკპოტი 1 015 291 ლარი მოიგო და ახალი მილიონერის სტატუსიც მოიპოვა.

"საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ეძებს და ელოდება ჯეკპოტის მოგებულს, ლოტოს მოთამაშეებს კი უმორჩილესად სთხოვს გადაამოწმონ საკუთარი ,,ლოტო 6/42’’-ის 9 მარტის 311-ე ტირაჟის ბილეთები.

ჯეკპოტის კომბინაცია კი გახლავთ: 2, 14, 17, 20, 34, 38;

"ძალიან გახარებულები ვართ და მოუთმენლად ველოდებით ჯეკპოტის მოგებულის გამოჩენას, ის ხომ მილიონერია!!! ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ლატარიის თამაში, შეიძნეთ ბილეთები და ითამაშეთ მსოფლიოში ყველაზე უძველესი, იღბლიანი და კეთილი თამაში - ლოტო! ლატარიაში მოგება სასწაული ნამდილად არ არის - რომც იყოს, ჩვენთან ეს სასწაულები ხდება!", 
- აცხადებენ "საქართველოს ეროვნულ ლატარიაში’’.

ჯეკპოტის მოგება რთული სულაც არ ყოფილა - "საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ ახალი კომპანია ბაზარზე სამი წელია რაც ოპერირებს და ამ დროის მანძილზე "ლოტო 6/42’’-ში ოთხი ჯეკპოტი გათამაშდა და აქედან უკვე მეორედ მილიონ ლარზე მეტი.

"ლოტო 6/42’’-ის ახალი ჯეკპოტი კი უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია, და ის ყოველი გათამაშების წინ იზრდება, გათამაშება კი ტარდება სამშაბათსა და პარასკევს, ტვ ,,იმედის’’ პირდაპირ ეთერში 20:55 საათზე.

გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!


(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები