მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი მიმართულებები, სადაც Wizz Air ზაფხულიდან იფრენს

5c54369ee5afd
ელენე გოგბერაშვილი
01.02.19 16:01
1624
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, გუშინ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას Wizz Air-თან, ახალი მიმართულებებით ფრენების შესახებ, რომელსაც კომპანია 1 აგვისტოდან ევროპის მიმართულებით შეასრულებს.

„Wizz Air გამყოფს ახალ ბორტს, რომელიც ბაზირებული იქნება საქართველოში და იფრენს ევროპის მიმართულებით. ეს ფრენები იქნება განხორციელებული 2-3 ჯერ კვირაში, ბელგიაში, დანიაში, შვეიცარიაში, ჰოლანდიაში და ბალტიისპირეთში, კერძოდ ტალინში და აგრეთვე ბარი შედის ამ მიმართულებაში.

ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია სამიზნე ბაზრებად და საიდანაც მოდის მაღალგადამხდელი ტურისტი, რომელიც ჩვენთვის არის პრიორიტეტული.

ეს ქართველებისთვისაც არის კარგი. ჩვენი ტურისტიც დიდი სიამოვნებით ისარგებლებენ პირდაპირი რეისებით და იფრენენ ამ საინტეერსო ქალაქებში“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.

1 აგვისტოდან, ქუთაისის აეროპორტს 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება. Wizzair ბარის, ბრიუსელის, კოპენჰაგენის, ტალინის, ბაზელის და ეინდჰოვენის მიმართულებებით იფრენს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები