"ახალი პროგრამა ”ცხოვრება გრძელდება”, იმ პენსიონერებს შეეხება, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პროექტის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში შედგება. მინისტრის განცხადებით საკითხზე ჯანდაცვის და ფინანსთა სამინისტროები მუშაობენ.
"მუშაობის დაწყების შემთხვევაში პენსიონერები შეინარჩუნებენ პენსიას და სოციალურ დახმარებას, ისე დამსაქმებლებისათვის, რომ შევიმუშავოთ სტიმულირების ძალიან კარგი მექანიზმები. აქ საუბარია პენსიონერთა იმ ნაწილზე, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირთ”, -განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ პენსიონერების დასაქმებისთვის ახალი პროგრამა „ცხოვება გრძელდება“ იწყება, რომელიც იმ კომპანიებისთვის, რომლებიც პენსიონერებს დაასაქმებენ საგადასახადო შეღავათებს გულისხმობს.

























