მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალი ქცევა დავნერგეთ და ამან ცნობადობა გაზარდა“ -ღვინო „ჟუჟუნას“ ადაპტაცია პანდემიის ფონზე

5edba5504373b
ნუცა ბაზლიძე
06.06.20 22:33
1054
ქართული ნახევრადცქრიალა ღვინო „ჟუჟუნა“, რომელიც კოვიდამდე პერიოდში, ჩამოსასხმელი სახით ბარებში, რესტორნებში, ფესტივალებსა და ივენთებზე ხვდებოდა, კორონავირუსის ფონზე, ონლაინ პლატფორმებზე ადაპტირდა. ამის შესახებ BM.GE-ს „ჟუჟუნას“ თანადამფუძნებელმა ვასკა ჩუბინიძემ განუცხადა.

როგორც ვასკა ჩუბინიძე აღნიშნავს, „ჟუჟუნამ“ ცვლილებების განხორციელება „გლოვოს“, „ვოლტისა“ და „Menu.ge“ საშუალებით მოახერხა. მისივე განმარტებით, მიუხედავად ალტერნატიული საშუალებების მოძებნისა, ამ პერიოდში, პროდუქციაზე მოთხოვნა დაახლოებით 10-ჯერ იყო შემცირებული, თუმცა აღნიშნული ცვლილება კომპანიას გარკვეული შემოსავლების დაგენერირებაში მაინც დაეხმარა.

ვასკა ჩუბინიძის განმარტებით, ჩვეულ სარეალიზაციო სივრცეებში დაბრუნების შემდეგ, ონლაინ პლატფორმების გამოყენება კვლავ გაგრძელდება.
ამასთან, როგორც „ჟუჟუნას“ თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ახალი მიმართულების დამატება ბრენდის ცნობადობაზე დადებითად აისახა.

"„ჟუჟუნა“  თავის მხრივ, განსხვავებული სპეციფიკის სასმელია. ეს არის პირველი ქართული ნახევრადცქრიალა ღვინო, მას აქვს ბუნებრივი გაზი და შესაძლოა წარმოგვიდგეს, მათ შორის, როგორც კოქტეილების ინგრედიენტი. ახალი ქცევა დავნერგეთ და ამან ცნობადობა გაზარდა. ბევრი ახალი ობიექტი დავიმატეთ. ამ პერიოდში, ვაგრძელებდით კომუნიკაციას“, - აღნიშნავს ვასკა ჩუბინიძე.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ჩუბინიძე დასძენს, რომ კომპანიაში დამატებითი ფინანსების მოძიება და რითეილ ბაზარზე გასვლა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები