„ფინანსთა მინისტრი სამართლიანი თამაშის წესებისთვის - ეს არის ახალი რეფორმის ლაიტმოტივი“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ აქამდე თამაშის წესები არ იყო სამართლიანი.
„ჩვენი ეკონომიკის მთავარი რესურსი არის ჩვენი საზოგადოება, როემლსაც აქვს ჯანსაღი იდეები, თუმცა სხვადასხვა ბარიერების გამო ისინი ვერ ახერხებენ პროექტების რეალიზებას. მთავარი ბარიერი არის სასტარტო კაპიტალის მკვეთრი დეფიციტი. როდესაც მოქალაქეს სურს დაიწყოს ბიზნესი, ეს ხშირად ფიზიკურად წარმოუდგენელია. ფინანსური სექტორის ადეკვატური ჩართულობის პარალელურად უნდა შევქმნათ მექანიზმი რომ ეკონომიკაში დამატებითი სიცოცხლე მივცეთ პროექტებს, რომელიც დღეს ვერ ხორციელდება“, - ამბობს მინისტრი. მისივე თქმით, რეფორმის სამიზნე ჯგუფი იქნებიან ემიგრანტებიც.
„ბევრ მათგანს აქვს ჯანსაღი პროექტები და ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი თამაშის წესები, რომ ამ ადამიანებმა პროექტების განხორციელება შეძლონ“, - ამბობს მამუკა ბახტაძე.