მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის

BM.GE
10.01.23 17:48
201
სტატიაში საუბარია:
ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის. 2023 წლის 1 აპრილიდან ფინანსური ორგანიზაციებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ახალი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად შეთავაზებისას, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თითოეული საფინანსო პროდუქტის ფასის გამჭვირვალედ მითითება და მომხმარებლებისთვის სათანადო გამჟღავნება, რათა მომხმარებლისთვის შესაძლებელი იყოს მისთვის ერთი ან რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული საფინანსო პროდუქტების შედარება. რა ტიპის საფინანსო პროდუქტებზე გავრცელდება ახალი მოთხოვნა და რა შემთხვევაში შეიძლება დაიშვას გამონაკლისი. როგორ ასრულებენ საფინანსო ორგანიზაციები მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით დაწესებულ მოთხოვნებს და რაზე უჩიოდნენ მომხმარებლები გასულ წელს ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს? 

სტუმარი: ნათია ჭყონია - ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები