მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი რეგულაციები რომში - პოლიციამ ესპანური კიბიდან ტურისტები გააძევა

5d4ad57d298f4
მიხეილ ხაჩიძე
07.08.19 23:15
991
რომის ცნობილ ესპანურ კიბეზე ტურისტებს დაჯდომის უფლება აღარ აქვთ. იტალიური საინფორმაციო სააგენტო Adnkronos-ს ინფორმაციით, დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, მარმარილოს საფეხურებიანი კიბე უცხოელ ვიზიტორებს დღეს პოლიციამ დაატოვებინა.

რომის მერიის გადაყვეტილებით, ივნისიდან ახალი რეგულაციები დაწესდა, რომელიც ბევრ სხვა შეზღუდვასთან ერთად, მონუმენტებზე დაჯდომას კრძალავს. წესების დამრღვევებს 400 ევროთი დააჯარიმებენ.

მე-18 საუკუნეში აშენებული ცნობილი ესპანური კიბე, რომელიც Trinita de Monti-ის ტაძართან ადის, რომის ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ტურისტული ატრაქციონია. 2016 წელს კიბის რესტავრაციისთვის იტალიის მთავრობამ 1,5 მილიონი ევრო გამოჰყო. 

ახალი შეზღუდვებით რომში მასობრივი ტურიზმის გაკონტროლება სურთ. იტალიის დედაქალაქში აიკრძალა ფანტანებში ჩასვლა, ქუჩებში მაისურის გარეშე სიარული და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები