ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას განცხადებით, სებ-ის ახალი რეგულაციები სოფლის მეურნეობის სექტორზე არ გავრცელდება და მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას არ შეზღუდავს.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რეგულაცია ეხება ფიზიკური პირების საცალო დაკრედიტებას, და არ ეხება ბიზნეს დაკრედიტებას და მათ შორის სოფლის მეურნეობას და მის დაკრედიტებას. ამ მიმართულებით არსებული მიდგომები და პრაქტიკა გაგრძელდება და შესაბამისად საუბარი რომ რეგულაციამ, შესაძლოა, ნეგატური გავლენა იქონოს მცირე ბიზნესზე არასწორია“, - ამბობს კიკორია.