„როცა მეპატრონე ხელზე იღებს იჯარის თანხას, სავსებით შესაძლებელია, რომ რეესტრში მცირე თანხა დაარეგისტრიროს, რომ ნაკლები გადასახადის გადახდა მოუწიოს, ამ შემთხვევში კი ვეღარ დამალავს, ამიტომ სავარაუდოა, რომ თავისას არ მოიკლებს და იჯარას გაზრდის“,-აღნიშნა ლია რუსია-ბესელიძემ.
ექსპერტი დადებითად აფასებს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას და აცხადებს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე უნაღდო ანგარიშსწორების აკრძალვა, შავი ბაზრის აღმოფხვრას კარგ ბიძგს მისცემს.
„მაგალითისათვის, ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, მასში იწერება შედარებით ნაკლები თანხა და რეალურად იყიდება უფრო მეტად. ამ შემთხვევაში ხდება ძირითადად გადასახადების დაფარვა, რითიც ზიანი ადგება სახელმწიფოს. მიგვაჩნია, რომ საგადასახადო თვალსაზრისით, ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იქნება ქვეყნისათვის“,-აღნიშნა ლია რუსია-ბესელიძემ.

























