"ახალი რეგულაციების შესაძლო გავლენა, აუცილებლად დაკომპენსირდება"
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ახალი რეგულაციები ქვეყნის ეკონომიკისთვის გრძელვადიან პერიოდში უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება. ,,საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში, ის პოტენციური გავლენა, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ რეგულაციას აუცილებლად დაკომპენსირდება და უფრო მეტის მომტანი იქნება. ის გადაწონის იმას, რაც შეიძლება პოტენციურად მოხდეს მოკლევადიან პერიოდში“-განაცხადა გვენეტაძენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოკლევადიან პერიოდში, ყველაზე უარეს შემთხვევაში, მშპს კლება 0,8% იქნება.