მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალი რეგულაციის გამო, ჩვენს მოპედებზე სახელმწიფო სანომრე ნიშნების დაყენება მოგვიწია" - "ქარი"

6243425fe0503
ალა ისპირიანი
29.03.22 23:00
1227
ელექტროსკუტერების გაქირავებით დაკავებული სტარტაპი "ქარი" ახალ რეგულაციას, რომელიც მოპედის მძღოლებს მართვის მოწმობის აღებას ავალდებულებს, მომზადებული შეხვდა. ამის შესახებ Bm.ge-თან კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა, დანიელ დოინიცინმა განაცხადა. 

მისი თქმით, სკუტერების გაქირავების სერვისის გაშვების პირველივე დღიდან, ისინი აპლიკაციაში ყველა რეგისტრირებულ მომხმარებელს, მოპედების ტარების უფლების მოსაპოვებლად მართვის მოწმობის ნებისმიერი ტიპის კატეგორიას სთხოვდნენ. ხოლო მათ, ვისაც მართვის მოწმობა არ ჰქონდათ, კომპანიის შიდა ტრენინგის საფუძველზე იღებდნენ.

სახელმწიფო რეგულაციით კი "ქარის" ტრენინგზე მიღებული ნებართვები ცხადია ძალადაკარგულია, ახლა უკვე მსურველს სახელმწიფოს მიერ გაცემული მართვის მოწმობა სჭირდება.

„ახალი რეგულაციის გამო, ჩვენს მოპედებზე სახელმწიფო სანომრე ნიშნების დაყენება და ჩვენი მომხმარებლებისთვის ახალი რეგულაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოგვიწია. ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება გვაზარალებს. პირიქით, ახალი რეგულაცია უფლებას გვაძლევს ახალი მომხმარებლები მოვიზიდოთ. მართვის მოწმობის AM კატეგორიის აღების ზღვრული ასაკი 16 წელია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ახალი წესების და შეზღუდვების შედეგად ქალაქში მოძრაობა უფრო ჰარმონიული უნდა გახდეს.

„გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს მხოლოდ გააუმჯობესებს მობილობას ჩვენს ქალაქებში“, - აღნიშნა დოინიცინმა.

ცნობისთვის, რეგულაცია, რომელიც მოპედის მძღოლებს მართვის მოწმობის აღებას ავალდებულებს, ძალაში მიმდინარე წლის 28 მარტს შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები