მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი რეკრეაციული სივრცე - "Axis Towers-ის" ინოვაციური, გამწვანებული საფეხმავლო ქუჩა და კაფე-რესტორნები (NS)

62b1b4123aaf0
BM.GE
21.06.22 15:05
2382
წარმოიდგინეთ, როგორ ისვენებთ მყუდრო რეკრეაციული სივრცეში, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, ტკბებით სიმწვანით და ამავდროულად, სხვადასხვა ტიპის კერძსა თუ სასმელს აგემოვნებთ. ეს იდეა რეალობად „Axis Towers-მა“ აქცია - შექმნა საზოგადოებრივი მიზიდულობის ახალი ცენტრი და დედაქალაქის ტურისტული მარშრუტი გაამრავალფეროვნა.

„Axis Towers-ის“ პროექტის საწყის ეტაპზე ჭავჭავაძის გამზირისა და აბულაძის ქუჩის დამაკავშირებელი ტერიტორიის კომერციული ფართებით ათვისება იყო ჩაფიქრებული, თუმცა დეველოპერული კომპანიის კონცეფცია არა მხოლოდ ბრენდის განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, არამედ ადამიანებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას მოიცავს. სწორად ამიტომ გადაწყდა, რომ ეს სივრცე ადგილობრივებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის ახალ თავშეყრის ადგილად გადაქცეულიყო. შედეგად, შეიქმნა 80 მეტრის სიგრძისა და 20 მეტრის სიგანის საფეხმავლო ქუჩა, სადაც 7 სხვადასხვა ტიპის, პრემიუმ კლასის რესტორანი ორ სართულზე „პასაჟურ“ სტილშია განლაგებული. პირველი სართულის ყველა რესტორანს საკუთარი შიდა სივრცე და ასევე, ტერასა აქვს, რომელიც „პასაჟშია“ მოქცეული. გარდა ამისა, ტერასა აქვს მეორე სართულის რესტორნებსაც, რომელთაგან ერთი აბულაძის ქუჩის მხარეს, მეორე კი, ჭავჭავაძის მხარეს გადის.

ამ ტერასების წყალობით, პირველ სართულზე გარკვეული ტიპის ხიდები შეიქმნა, რომელთა ქვეშაც ორი დამოუკიდებელი ბარი განთავსდა. ერთი მათგანი კოქტეილისაა, ხოლო მეორე - ღვინის. საფეხმავლო ქუჩის ბოლოს, აბულაძის მხარეს, „Axis Towers-ის“ რესტორანი „ფალესტრა“ მთლიანი ქუჩის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებს. ის ამ ქუჩის ერთგვარი ლოკომოტივი იქნება. რესტორანს აქვს ძალიან ლამაზი გამწვანებული ეზო, მოძრავი გადახურვით, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს სასურველ გარემოს ქმნის. „ფალესტრა“ 3 დარბაზად არის დაყოფილი.

პირველი ე.წ. სასადილო სივრცეა, რომელიც ამერიკულ სტილზეა გათვლილი - ბურგერებისა და მსგავსი საკვების კომფორტულად დასაგემოვნებლად. მეორე დარბაზი - შუა ზონა - დიდ საერთო მაგიდას ეთმობა, სადაც სტუმარს შესაძლებლობა აქვს, დატკბეს კულინარიული შოუთი და თვალი ადევნოს, თუ როგორ ამზადებს კერძს მრავალი ჯილდოს მფლობელი, „Four Seasons-ის“ ყოფილი და ამჯერად უკვე „ფალესტრას“ შეფი. მესამე ზონა აზიურ სტილს მოიცავს. სუში ბარს ლაუნჯისკენ აქვს გასასვლელი, სადაც ჰამაკები და კომფორტულად მოსაკალათებლად საჭირო ყველა ინვენტარი დაგხვდებათ. საფეხმავლო ქუჩის მეორე სართული მთლიანად ქართულ მიმართულებას დაეთმობა. ამ სივრცეში, ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულოს სინთეზით,  ქართული ავთენტური სამზარეულოს სამჭედლო შეიქმნება. ამ იდეის განხორციელება პროექტის შემდეგ ეტაპზეა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ახალ საფეხმავლო ქუჩაზე სტუმრობა შეეძლება როგორც „Axis Towers-ის“ მომხმარებლებს, ისე - ნებისმიერ ადამიანს, ვისაც დასვენება, გართობა, ან უბრალოდ, ყავის მყუდრო გარემოში დაგემოვნება მოუნდება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები