მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი საკლუბო ფორმა და ,,სოხუმის“ პატარა მორაგბეების გეგმები ,,თეგეტა თრაქ ენდ ბასთან“ ერთად ®

615c3197bab32
BM.GE
05.10.21 15:11
544
მშობლიურ სახლზე, ოკუპირებულ აფხაზეთში რომ აქვთ, ამბებს უფროსები უყვებიან. თავიანთი ფანტაზიით რომ გააცოცხლეს, იმ ადგილების საკუთარი თვალით ნახვა კი პატარა სპორტსმენების ყველაზე დიდი ოცნებაა. ბავშვებს, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან არიან, ახლა სარაგბო კლუბი "სოხუმი“ აერთიანებთ. იდეა 5 წლის წინ გაჩნდა. ვარჯიშების დასაწყებად საუკეთესო პირობები არ ჰქონდათ, თუმცა იყო სურვილი და მიზანი კლუბ „სოხუმის“ სახელით წარმატებისთვის მიეღწიათ.

"მოკლე, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მივდივართ წინ“, - გვიყვება კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ჯობავა. მოტივაცია არც მაშინ დაუკარგავთ, როდესაც გამოსაცვლელის სახელდახელოდ მოწყობა ღია სივრცეში, ხის ქვეშ მოუწიათ. თუმცა კლუბის ცხოვრებაში სიახლეებია.



"თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ დამხმარებით ,,სოხუმის“ მორაგბეები საკლუბო ფორმას ახლა უკვე იმ გასახდელებში მოირგებენ, რომლის აშენებაშიც სპორტსმენები თავადაც აქტიურად მონაწილეობდნენ.

"თავიდანვე ვიცოდით, რომ პატარა საქმესთან არ გვიწევდა შეჭიდება და მზად ვიყავით, რომ ამ თანხის მობილიზება დროშიც გაიწელებოდა. დავიწყეთ კამპანია. მალევე „თეგეტა თრაქ ენდ ბასიდან“ დამიკავშირდნენ და სოხუმს მხარდაჭერა გამოუცხადეს. „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ჩვენი გენერალური სპონსორია, რაც ნიშნავს იმას, რომ კლუბის ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში სრულად იქნება უზრუნველყოფილი“.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ დახმარებით პატარა სპორტსმენებს გასახდელებთან ერთად, უკვე ახალი ფორმებიც აქვთ. ფორმაზე ყველა იმ კომპანიის და ადამიანის სახელია, ვინც ამ წლების განმავლობაში კლუბს მცირედით მაინც დახმარებია. საჩვენებელ ვარჯიშს, რა დროსაც ფორმის პრეზენტაციაც გაიმართა, „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

კომპანიის სატვირთო, ავტობუსების და სპეცტექნიკის მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელის, თამარ კიკნაძის თქმით, თეგეტასთვის მსგავსი პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

"თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ერთი წლის განმავლობაში კლუბის ყველა აქტივობაში აქტიურად იქნება ჩართული. ძალიან გვიხარია, რომ მოზარდების მხარდამჭერები ვართ და მათ სპორტულ განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს,“ - ამბობს „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, თამარ კიკნაძე.



30-ზე მეტი ბავშვით დაკომპლექტებული გუნდი შემოწირულობებით არსებობდა. რაგბის კლუბ „სოხუმში“ ვარჯიში, ფორმები, კვება, ტრანსპორტირება, საჭირო ინვენტარი და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები გუნდის, დაარსების დღიდან, ყველა წევრისთვის უფასოა. კლუბისთვის საჭირო ფინანსების მოძიება კი დამფუძნებლებს წლების მანძილზე სხვადასხვა ხერხით უწევდათ. „სოხუმის“ სამომავლო გეგმები დიდია, შესაბამისად მეტ ფინანსებს მოითხოვს, რაზეც ახლა უკვე „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ზრუნავს.

გუნდის დამფუძნებლების მთავარი იდეა ბავშვების არა მხოლოდ სპორტული განვითარება, არამედ მოზარდებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნაა, რაც საბოლოო ჯამში ახალგაზრდების მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. წინ დიდი გეგმებია, - სარაგბო კლუბ "სოხუმის“ პატარა სპორტსმენები ახლა საფესტივალო შეხვედრებისთვის ემზადებიან.

 ®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები