"მოსახლეობის ჭარბვალიანობა უნდა შემცირდეს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში განაცხადა. მინისტრი ამბობს, რომ „სამართლიანი თამაშის წესები“ სამ ძირითად ნაწილს მოიცავს: ჭარბვალიანობის შემცირებას, სასტარტო კაპიტალზე კელმისაწვდომობას და უსამართლო დამოკიდებულებების გამორიცხვას.
“ჩვენ გვაქვს კონკრეტული და მწვავე კითხვებიც. კონსულტაციები არის ყოველდღიური და ამის მიზეზია, რომ მოკლე ვადებში გადავწყვიტოთ ყველა პრობლემა. ჩვენთვის მთავარია შედეგის დროულად დადგომა და შედეგი იქნება: სამართლიანი თამაშის სწესები, რომელიც გამორიცხავს უსამართლო დამოკიდებულებეს; მეორე - ჭარბვალიანობის თემები, რომელიც უნდა დარეგულირდეს და ის უნდა შემცირდეს. ასევე უნდა მოვახდინოთ პრევენცია, რომ ჭარბვალიანობა აღარ დადგეს პრობლემად. და მესამე: სასტარტო კაპიტალი უნდა იყოს ხელმისაწვდომი მცირე ბიზნესისთვის, რეგიონობში არსებული კომპანიებისთვის და ჩვენი ემიგრანტებისთვის. ამ თემებში ვიქნებით პრინციპულები და უკომპრომისოები“, - აცხადებს ბახტაძე.