მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ახალი სანებართვო პირობების საჭიროება გაუგებარია”- ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებზე

6419ce20ed0f4
ანუკა ჯოხაძე
22.03.23 10:22
774
სტაციონარული დაწესებულებებისთვის განახლებული სანებართვო პირობები დამტკიცდა, - ინფორმაცია 20 მარტის მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა გააჟღერა. მისი თქმით, ცვლილების მიზანი, პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ნაწილისთვის დადგენილების შინაარსი და მიზანი გაუგებარია. „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ იმის ფონზე, როცა კლინიკებს ისედაც აქვთ საერთაშორისო აკრედიტაციის აღების ვალდებულება, რომლის მიზანიც სწორედ ხარისხის გაუმჯობესებაა, გაუგებარია რატომ გახდა საჭირო დამატებით ახალი, იმავე შინაარსის დადგენილების მიღება.

“რეალურად გაუგებარია ამ სანებართვო პირობების საჭიროება იმ ფონზე, როდესაც კლინიკებს აქვთ ვალდებულება, რომ აიღონ საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც თავისთავად გულისხმობს ძალიან მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილებას.

თუ ამის უკან არ იქნა რეალური შინაარსი და თვლადი კრიტერიუმები და მათ არ ექნათ შესაბამისი ფინანსური ბაზა, ეს იქნება მორიგი გზა ჯოჯოხეთისკენ მოფენილი, კეთილის სურვილებით და მას რეალური ეფექტი არ ექნება, შეიძლება გარკვეული სისტემური პრობლემებიც შექმნას”,-აცხადებს ვახტანგ კალოიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები