მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სავაჭრო შეთანხმება აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის

5bb22fc7c4f21
ნინი თურქია
01.10.18 21:00
1141
აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის ახალი სავაჭრო შეთანხმება დაიდო, რომლითაც ჩრდილო ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (Nafta) ჩანაცვლება იგეგმება. შეთანხმება ზრდის აშშ-ს რძის მწარმოებლებს კანადის ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას და კანადას მანქანების იმპორტის გაზრდის საშუალებას აძლევს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, „USMCA სამივე ქვეყნისთვის მოგებიანი შეთანხმებაა, რომელიც Nafta-ს შეცდომებისა და ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა“.
ახალი USMCA შეთანხმება 16 წლიანია და ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ გადაიხედება. შეთანხმების თანახმად, აშშ-ს ფერმერებს 3.5%-ით გაეზრდებათ წვდომა კანადის $16 მილიარდი ბრუნვის მქონე რძის პროდუქტის ბაზარზე.

კანადასა და მექსიკას 2.6 მილიონიანი კვოტა დაუწესდებათ მანქანებზე, რომლის იმპორტის განხორციელებაც მათ აშშ-ში შეეძლებათ. საკუთარი მანქანათმშენებლობის ინდუსტრიის დასაცავად აშშ 25%-იან ტარიფს დააწესებს იმპორტირებულ მანქანებზე.

შეთანხმების თანახმად, ამერიკელ ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება სტაბილური და დაცული კანადური ბაზარი. ამ შეთანხმების დახმარებით, შესაძლებელი იქნება აშშ-ს საერთაშორისო გაყიდვების დაბალანსება, ინდივიდუალური სავაჭრო პარტნიორებს შორის და გლობალურ ასპარეზზე.

ამერიკის სავაჭრო სალდო უარყოფითია და სწორედ ამის შეცვლა სურს დადებული შეთანხმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ამის მიუხედავად, ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ქავეყანაში არსებული სავაჭრო ბალანსი არ არის სავაჭრო პოლიტიკის შედეგი, არამედ წარმოადგენს მთავრობის სესხების, კერძო ინვესტიციების, საერთაშორისო კაპიტალი გადაადგილების შედეგს.

განხორციელებული შეთანხმების შედეგად, გამყარდა კანადური დოლარი, მექსიკურმა პესომ კი უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და შვიდი კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა კურსს.

მიუხედავად ამისა, კანადელი რძის მეწარმეები მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად შეხვდნენ, რადგან ქვეყნის 220.000 ოჯახის შემოსავალი ამ სფეროზეა დამოკიდებული.
კანადის პრემიერ - მინისტრი მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ „ეს კანადისთვის იღბლიანი დღეა“.

სამივე ქვეყნის მიზანია, 1 დეკემბრამდე მოაწერონ ხელი სავაჭრო შეთანხმებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები