მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი შტამის 50 შემთხვევა ჯერ მესამე ტალღის დასაწყისს არ ნიშნავს - ჯანდაცვის მინისტრი

6059ce9fd2492
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.21 15:22
853
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 50 დადასტურებული შემთხვევა იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყო.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ საჩხერის საავადმყოფოში აცრის გაკეთების შემდეგ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ახალი შტამის 50 შემთხვევა ჯერ, რა თქმა უნდა, მესამე ტალღის დასაწყისს არ ნიშნავს, თუმცა ის დადებითობის მაჩვენებელი და ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, საყურადღებოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება მეტად უნდა იყოს მობილიზებული. სოციალური დისტანცირება, ხელების დაბანა და პირბადე, ჯერჯერობით, ისევ პანდემიასთან ბრძოლაში საუკეთესო საშუალებად რჩება და, რა თქმა უნდა, დაწყებული ვაქცინაცია მნიშვნელოვანია, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები