მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ზელანდიის და საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრებების სპონსორი საქართველოსთან პარტნიორობითაა დაინტერესებული - ტყემალაძე

6389f396b458e
BM.GE
02.12.22 17:12
1523
ვინ იქნება საქართველო მორაგბეთა ნაკრების გენერალური სპონსორი? - რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში წამყვანის ამ კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ოთხ მსხვილ ინვესტორთან მიმდინარეობს.

ტყემალაძის თქმით, ერთ-ერთი მათ შორის, არის ALTRAD-ი (ალტრად ჯგუფი), რომელიც მსოფლიო რაგბის, საფრანგეთის და ახალი ზელანდიის ნაკრებების გენერალური სპონსორია.

მისი ინფორმაციით, ALTRAD-თან რამდენიმე შეხვედრა შედგა, საქართველოს რაგბის კავშირს კი, გენერალური სპონსორის შერჩევამდე დრო 2023 წლის მაისამდე აქვს.

„ჩვენ არ ვჩქარობთ; ჩემი ამოსავალი იყო, რომ მაქსიმალური სარგებელი მოვუტანოთ რაგბს და ბიზნესმა დაინახოს ის ეფექტი, რაც იტალიასთან და უელსთან გამარჯვებას მოჰყვა“, - აცხადებს სოსო ტყემალაძე.

რაგბის კავშირის პრეზიდენტს ასევე ვკითხეთ, აქვს თუ არა ქართულ რაგბს რესურსი, რომ საბიუჯეტო დაფინანსება აღარ დასჭირდეს.

„ამის რესურსი არსებობს და „6 ერში“ შესვლით მთავრობის დაფინასების წილი მინიმუმამდე დავა, რადგან ახლავ ჩვენი ბიუჯეტი, დაახლოებით, 12 მლნ დოლარია; „6 ერში“ რომ შევიდეთ, მინიმუმ 20 მლნ ევრო იქნება საბაზისო დაფინანსება. სწორედ ამდენია იტალიის ნაკრების საბაზისო დაფინანსება. ამდენად, $20 მილიონი რომ ავიღოთ და $12 მილიონიანი საბიუჯეტო დაფინანსება დავთმოთ და სხვა სპორტებს გადავუნაწილოთ, ამაზე ვსაუბრობთ მე და ქალბატონი თეა წულუკიანი“, - ამბობს სოსო ტყემალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები