მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალმა ნათებამ განახლებული ვებგვერდი წარადგინა

BM.GE
07.10.21 13:08
304
ახალმა ნათებამ გაუმჯობესებული და თანამედროვე დიზაინით, განახლებული ვებ-გვერდი წარადგინა, რომლის ფუნქციონალი მთლიანად მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე. განახლებული ვებგვერდი კომპანიის ყველა პროდუქტს, განათებას, ავეჯსა და აქსესუარებს ერთ სივრცეში აერთიანებს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს სწრაფად და მარტივად შეასრულოს სასურველი ოპერაციები. ვებ გვერდზე წარმოდგენილია თანამედროვე დიზაინის როგორც განათების, ასევე ავეჯისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტი. შეგახსენებთ “ახალი ნათება” უკვე 21 წელიწადია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და 200-მდე თანამშრომელს ითვლის .