მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალქალაქის იუსტიციის სახლი "არქიტექტურული პრემია 2018"-ზეა წარდგენილი

5bffe5868eb6e
BM.GE
29.11.18 17:10
1257
ახალქალაქის იუსტიციის სახლი არქიტექტორთა სართაშორისო ფესტივალის „არქიტექტურული პრემია 2018“-ზეა წარდგენილი. ნაგებობა „საუკეთესო საზოგადოებრივი შენობა“ ნომინაციაში შერჩეულ სამ საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.

გამარჯვებული პროექტი 16 დეკემბერს არქიტექტორთა მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე გამოვლინდება.

ახალქალაქის იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის. შენობა 2018 წლის 18 ოქტომბერს გაიხსნა და ის რიგით მეოცე იუსტიციის სახლია.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა იუსტიციის სახლის სხვადასხვა პროექტი არქიტექტურულ კონკურსზე წარმატებას აღწევს. „არქიტექტურული პრემია 2016“-ს კონკურსზე თიანეთის იუსტიციის სახლი 128 საკონკურსო ნამუშევარს შორის 3 საუკეთესოს შორის მოხვდა. კონკურსში იტალიელი, უკრაინელი, პოლონელი, ესპანელი, აზერბაიჯანელი, თურქი და ინდოელი არქტიტექტორების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, უშუალოდ საუკეთესო საზოგადოებრივი ნაგებობის ნომინაციაში კი 14 არქიტექტურული ნამუშევარი.

საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2018" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის მიმართულებებს მოიცავს. კონკურსის მიზანი, საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების გამოვლენაა, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები