მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალქალაქში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

5c06a19d957c9
თამუნა დემეტრაშვილი
04.12.18 10:30
844
ახალქალაქის მინიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში, რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აშენდება.

სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 1,4 მილიონი ლარია.

600 კვ.მ ფართობის საწარმოში, დღიურად 10 ტონა რძის გადამუშავება იქნება შესაძლებელი.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, ობიექტი ყველის დასამზადებისთვის საჭირო სრული ციკლის დანადგარებით, ასევე რძის ჩამოსასხმელი ტექნოლოგიური ხაზით არიჭურვება.

საწარმო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ კოოპერატივებს უნდა გადაეცეს - 75% თანადაფინანსება იქნება, 25%-ის ღირებულება კი, კოოპერატივებმა 8 წლის განმავლობაში უნდა დაფარონ.

როგორც bm.ge-ის კოოპერატივების განვითარების სააგენტოში განუცხადეს, საწარმო მფლობელობაში ე.წ. მეორე დონის კოოპერატივს უნდა გადაეცეს, სადაც არანაკლებ 3 პირველი დონის კოოპერატივი იქნება გაერთიანებული, თითოეულს კი, თავის მხრივ, 200 ფურზე ნაკლები რაოდენობის პირუტყვი არ უნდა ჰყავდეს.

საწარმოს გახსნა 2019 წელს იგეგმება. ამავე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რძის საწარმოები უნდა აშენდეს წალკასა და დმანისშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები