მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალზელანდიური რადიო: ნაურუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო ამერიკის ფინანსურ დახმარებას კარგავს

5913156be8e7c
BM.GE
10.05.17 17:23
4531
ნაურუ ამერიკის ფინანსურ დახმარებას კარგავს - ამის შესახებ ახალ ზელანდიური ვებ-გვერდი Radionz წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მიზეზი ისაა, რომ ნაურუ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს. აქვე აღნიშნულია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებია და საქართველოს ეკუთვნის. აქტი კრძალავს იმ ქვეყნების ფინანსურ მხარადჭერას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებს ქვეყენბად აღიარებს.

გამოცემა აცხადებს, რომ ამერიკა მთავარი კონტრიბუტორია იმ ორგანიზაციების, რომლებიც ნაურუს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ, ესენია: აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, გაეროს ბავშვთა ფონდი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები